დახურვა
სტილი
10.12.2021

მსახიობი და მომღერალი ანა ქურთუბაძე და მომღერალი დათუნა სირბილაძე ბოლო პერიოდია, სოციალურ ქსელებში ძალიან აქტიურები არიან და ერთმანეთთან დაკავშირებულ ფოტოებს ხშირად აქვეყნებენ. ამან გამომწერებს შორის გააჩინა სამართლიანი და არცთუ უსაფუძვლო შეკითხვები იმასთან დაკავშირებით, არის თუ არა წყვილი ერთად.

ანა ქურთუბაძემ ახლახან დათუნასგან დიდი ვარდების თაიგული მიიღო, რომელიც სოციალურ ქსელში დადო და დათუნა მონიშნა.

დათუნამ კი გამოაქვეყნა ფოტო, სადაც ანასთან ერთად ჩახუტებულია და ასევე ცალკე ანას ფოტოც განათავსა საკუთარ „ინსტაგრამზე".

Fortuna.ge ანა ქურთუბაძეს დაუკავშირდა, რათა უფრო მეტი შეეტყო ამ ურთიერთობის შესახებ, თუმცა მან ჩვენს შეკითხვაზე გულიანად გაიცინა და აღნიშნა, რომ დათუნა და ის მხოლოდ მეგობრები არიან... თუმცა ფოტოები აშკარად სასიყვარულო ამბავზე მიანიშნებენ... ვნახოთ, როდის მოუნდება წყვილს საკუთარ გრძნობებზე ხმამაღლა საუბარი.

წყარო: „Fortuna.ge"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×