დახურვა
სტილი
14.12.2021

მომხიბვლელი დები, ლიკუნა და ანი ქორქიები, წლების წინ ტელეეკრანებზე ხშირად ჩანდნენ, თუმცა ბოლო დროს ისინი საზოგადოებაში იშვიათად ჩნდებიან და არც სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევიან.

როგორც „პრაიმ ტაიმი" წერს, ლიკუნა ქორქია 6 თვის წინ დაქორწინდა, თუმცა ამის შესახებ ამ დრომდე მხოლოდ მისმა ახლობლებმა იცოდნენ. ლიკუნა ქორქიას რჩეული კომპანიის „აწარმოე საქართველოში" დირექტორი მიხეილ ხიდურელია.

„დიახ, მე და მიხეილ ხიდურელმა ვიქორწინეთ. არ ვარ აქტიური სოციალურ ქსელებში, არც ბევრ ადგილას დავდივარ და ამ დრომდე ფართო საზოგადოებისთვის ეს ამბავი არ გასაჯაროებულა. ჩვენი ქორწინების შესახებ მხოლოდ ახლობლებმა იცოდნენ და ასე ნელ-ნელა ვრცელდება ჩვენი ამბავი, თუმცა არ ვფიქრობ, რომ ეს ვინმეს აინტერესებს. ვცხოვრობთ ერთად და ბედნიერად. სულ ესაა, რაც შემიძლი გითხრათ. არ მიყვარს პირად თემაზე საჯაროდ საუბარი" - თქვა ლიკუნა ქორქიამ „პრაიმ ტაიმთან" საუბრისას.

წყარო: „პრაიმ ტაიმი"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×