დახურვა
სტილი
14.12.2021

ნუკი კოშკელიშვილი სოციალურ ქსელში პოპულარობით სარგებლობს და ის ბევრისთვის საყვარელი ტელესახეა. ის ამერიკაში ცხოვრობს, თუმცა საქართველოს ხშირად სტუმრობს. სულ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ნუკი პოპულარული შოუ „ნიჭიერის" ერთ-ერთი წამყვანია და ის აქტიურად ჩანს ტელეეკრანებზე. „ფორტუნასთან" ამის შესახებ ნუკიმ უფრო ვრცლად ისაუბრა: „ჩემთვის „ნიჭიერი" მართლაც ერთ-ერთი ყველაზე სასურველი შოუ იყო, თუ არა ყველაზე სასურველი. იმ დროიდან მოყოლებული, როდესაც ეს პროექტი პირველად გავიდა ეთერში, ვოცნებობდი არა ჟიურის წევრობაზე, არამედ წაყვანაზე. ეს, მიმაჩნია, ბევრად უფრო ჩემია. აქტიური როლია, ხარ მონაწილეების გვერდით და არ გიწევს ვინმეს არჩევა. როდესაც შემომთავაზეს, ჩემს სიხარულსა და ბედნიერებას საზღვარი არ ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ სულ რამდენიმე დღეში მივფრინავდი ნიუ იორკში, შევცვალე ბილეთი და „ნიჭიერის" გამო დავრჩი საქართველოში. მანამდეც მქონდა უამრავი შემოთავაზება სხვადასხვა ტელეპროექტიდან, მაგრამ მათ გამო ფრენის გადადენას არც განვიხლავდი. „ნიჭიერმა" გადამაწყვეტინა ეს" - თქვა მან.

ინტერვიუში ნუკიმ ოჯახსა და ქმარზეც ისაუბრა: „ვერ ვიტყვი, რომ ოჯახის სფეროში მაინცდამაინც წარმატებული ვარ. სულ ბავშვთან ვარ ნამდვილად, სახლსაც ვალაგებ და საჭმელსაც ვამზადებ, მაგრამ როცა ვუყურებ ჩემს რძალს, ბენის ძმის ცოლს, როგორი დალაგებული აქვს მას კარადა და მერე - როგორი მე, ჩემს მენიუში მხოლოდ 30 კერძი რომ არის და მის მენიუში - 235... ცოტა ნერვებს მიშლის ეს გოგო. ყველაფერი დალაგებული აქვს, თან მუშაობს, ბავშვები სულ დავარცხნილები ჰყავს, ამ დროს ჩემი შვილი სულ კედლებზე დადის. ბენი ჩემი ძალიან დიდი მხარდამჭერია. იცი, როგორი აზიატია ეს შენი ამერიკელი? ძალიან ეჭვიანია, ისეთი, როგორიც ჩემი ყოფილები არასდროს ყოფილან... რადგან ამერიკელია, ამიტომ არ არის გამგები. უბრალოდ, ასეთი პიროვნებაა. საშინლად ვჩხუბობთ. ვერ ვიტან ეჭვიანობას. თავად არ ვარ ეჭვიანი, საერთოდ... იმდენად არ ვარ, რომ მგონი, პათოლოგიურია... ზოგჯერ ბენს უნდა, რომ ეჭვიანი ვიყო, მაგრამ მე მისი მჯერა..." - თქვა ნუკი კოშკელიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×