დახურვა
სტილი
15.12.2021

სოფო ნიჟარაძეს ფართო საზოგადოება კარგად იცნობს. ის ბევრისთვის საყვარელი მომღერალი და ტელესახეა, თუმცა ბოლო წლებია, სოფო ტელეეკრანებზე აღარ ჩანს. ამის მიზეზი კი მისი პირადი ცხოვრებაა - მომღერალი საცხოვრებლად ამერიკაში გადავიდა და იქ ქალიშვილს, ელის-მარიას ზრდიდა.

როგორც ცნობილია, ცოტა ხნის წინ სოფო ნიჟარაძე შვილთან ერთად საქართველოში დაბრუნდა და მას შემდეგ მეგობრებთან ერთად გადაღებულ ფოტოებს ხშირად აქვეყნებს. ამჯერად სოფომ შვილის, ელის-მარიას ახალი ფოტო გააზიარა: „23:10 და ჯერ კიდევ არ სძინავს“ - წერს მომღერალი. როგორც ჩანს, მათ ოჯახში საახალწლო განწყობა უკვე შეიქმნა, პატარა ელის-მარიას კი ნაძვის ხის ფონზე პიზირება ძალიან მოსწონს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×