დახურვა
სტილი
24.05.2021

ტელეწამყვანი ეკო ფანგანი საზოგადოების ყურადღების ცენტრში ხშირად ექცევა. მისი სტილი, კარიერა თუ პირადი ცხოვრება მუდმივად განხილვის საგანია. ცოტა ხნის წინ ეკომ საკუთარ „ინსტაგრამზე“ შეყვარებულთან, იურა რუბენიასთან ერთად გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა და უამრავი კომპლიმენტიც დაიმსახურა.

ეკო ფანგანი სოციალურ ქსელში განსაკუთრებით აქტიურია. ის თავის ყოველდღიურობას მუდმივად უზიარებს გამომწერებს და, ცხადია, ფოტოები და ვიდეოები საკუთარი დაბადების დღიდანაც გამოაქვეყნა. როგორც ჩანს, ტელეწამყვანმა იუბილე წყალტუბოში აღნიშნა და მეგობრებთან ერთად დრო მხიარულად გაატარა.

ფეირვერკების ფონზე ეკომ სტუმრებთან ერთად გადაღბული არაერთი ფოტო 

გააზიარა: „ძალიან დიდიდი მადლობა თქვენ! ყველა თქვენი სიტყვა მათბობს და მახარებს. ამიტომ მიყვარს სოც.ქსელები, უფრო მეტ ადამიანს შეგვიძლია სიყვარული გავუზიაროთ. ჩემი მისამართით გამოგზავნილი ყველა თქვენი კეთილი სურვილი თქვენი ცხოვრების გზებსაც ანათებდეს. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა და განსაკუთრებული მადლობა ჩემი ცხოვრების მთავარ ადამიანებს, რომლებიც მუდმივად ცდილობენ, რომ ჩემი დღე ზღაპრად აქციონ. სწორედ მათ შემახვედრეს ასე ჩემს დაბადების დღეს” - წერს ეკო „ინსტაგრამზე“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×