დახურვა
სტილი
03.07.2021

„მის საქართველო 2015"-ის გამარჯვებულმა, ნუკა ყარალაშვილმა „მის საქართველოს" ტიტულის მოპოვების შემდეგ ქვეყანა „მის მსოფლიოზეც" წარადგინა და ტოპ 30 გოგონას შორისაც მოხვდა. მოდელი მონაწილეობას იღებდა პოპულარულ შოუ „ცეკვავენ ვარსკვლავებშიც".

ნუკამ ხალხის სიყვარული მალევე დაიმსახურა და მის მიმართ ინტერესიც გაიზარდა. მოდელი ჟურნალისტებთან ყოველთვის გულახდილად საუბრობდა, თუმცა საკუთარი ურთერთობის შესახებ ბევრს არაფერს ამბობდა. 2019 წელს კი ცნობილი გახდა, რომ ნუკამ ზაზა ტყეშელაშვილზე იქორწინა. სოციალურ ქსელში მალევე გავრცელდა ფოტოები წყვილის ჯვრისწერიდან, სადაც მოდელს თამუნა ინგოროყვას დიზაინით შეკერილი ორიგინალური კაბა ეცვა.

წყვილმა თაფლობის თვე ლისაბონში, პორტუგალიაში გაატარა და იქ გადაღებულ ფოტოებს ნუკას გამომწერების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. როგორც ფოტოებიდან ჩანდა, მათ დრო მხიარულად და სასიამოვნოდ გაატარეს.

ნუკა სოციალურ ქსელში, განსაკუთრებით კი „ინსტაგრამზე" აქტიურია და ხშირად აქვეყნებს როგორც პირად, ისე ოჯახურ ფოტოებს. მოდელი უპირატესობას ყოველდღიურ და კლასიკურ სტილს ანიჭებს, იშვიათად ჩნდება სპორტული სამოსით.

როგორც ნუკა ყარალაშვილი ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობდა, ის მოდელის კარიერას აგრძელებს, თუმცა ხანგრძლივ მოგზაურობებში წასვლას აღარ აპირებს, რადგან მეუღლისგან შორს ყოფნა არ სურს. როგორც ჩანს, წყვილი დროს ერთად მართლაც ხშირად ატარებს და სხვადასხვა წვეულებასა თუ ღონისძიებასაც ერთად სტუმრობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×