დახურვა
სტილი
28.07.2021

შორენა ბეგაშვილსა და მის ასევე პოპულარულ ქალიშვილს, ევა ბარბაქაძეს, საზოგადოება კარგად იცნობს. დედა-შვილი განსაკუთრებით აქტიურია სოციალურ ქსელში და მათი ფოტოები გამომწერების მხრიდან ყოველთვის უამრავ კომენტარსა და არაერთ დადებით შეფასებას იმსახურებს. ამჯერად, შორენა და ევა ფოტოებს ესპანეთიდან აქვეყნებენ.

შორენას ახალ ფოტოებს მისი გულშემატკივრების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა: „ბარსელონაში მზემ სხვანაირად გამოანათა“, „მართლაც რა მაგარი ქალია”, „ამ გოგომ იცის, სილამაზე და ხელოვნება როგორ გადმოსცეს“ - აღნიშნავენ ისინი.  როგორც ჩანს, ტელეწამყვანმა სხეულზე კიდევ ერთი ტატუ გაიკეთა, რაც გამომწერებს 

შეუმჩნეველი არ დარჩენიათ: „სად გაიკეთე?“, „ძალიან ლამაზია“ - წერენ "ინსტაგრამზე".

სოციალური ქსელის მომხმარებლები კომპლიმენტებს არც ევა ბარბაქაძის ფოტოებზე იშურებენ: „ლამაზი გოგო ხარ, წარმატებები ყველაფერში“, „სუპერ ფორმაში ხარ“, „ულამაზესი თვალები გაქვს“ - წერენ გამომწერები.

როგორც ცნობილია, გასულ წელს შორენა ბეგაშვილი ბარსელონას საყვარელ მამაკაცთან, ლაშა ბარათელთან ერთად არაერთხელ ეწვია. ამჯერად კი ის დასასვენებლად შვილთან, ევა ბარბაქაძესთან ერთად იმყოფება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×