დახურვა
სტილი
29.07.2021

გიორგი ბახუტაშვილს ფართო საზოგადოება პოპულარული სერიალის „ჩემი ცოლის დაქალებიდან“ იცნობს. მიუხედავად იმისა, რომ სერიალში მისი პერსონაჟი, ცოტნე, ყოველთვის უარყოფით შეფასებებს იმსახურებს, რეალურ ცხოვრებაში გიორგიმ მაყურებლისთვის თავის შეყვარება მარტივად შეძლო.

ქორწინებიდან ერთი წლის შემდეგ წყვილმა „ფეისბუკზე“ სახალისო კადრები გამოაქვეყნა, რასაც საზოგადოების მხრიდან დიდი გამოხმაურება და დადებითი შეფასებები მოჰყვა. თაკო შოშიაშვილი პროფესიით ოპერატორია, მანამდე კი მოდელის ამპლუას ითავსებდა და არაერთ კონკურსშიც იღებდა მონაწილეობას, შვილის გაჩენის შემდეგ კი დროის დიდ ნაწილს სწორედ მას უთმობს: „სახელზე ძალიან ბევრს ვფიქრობდი. მინდოდა, ცოტა განსხვავებული შემერჩია რამე და თან გვარსაც მოხდენოდა. ამიტომ წიგნებში, ინტერნეტში ძირითადად "ბ" ასოზე დავიწყე სახელების ძებნა. ამდენი სახელიდან ჩემი ყურადღება ბეამ მიიპყრო, თან ამოვიკითხე, რომ ნიშნავს ბედნიერს. ბეა ბახუტაშვილი - გვართან ერთადაც ლამაზად ჟღერს, ვუთხარი გიორგის და მასაც მოეწონა. ჰოდა, გადავწყვიტეთ, გვყოლოდა ბეა“ - ამბობდა თაკო ერთ-ერთ ინტერვიუში.

როგორც წყვილი განმარტავს, შვილის დაბადების შემდეგ მათი ცხოვრება ძალიან შეიცვალა და ახლა ყველაფერი სწორედ პატარა ბეას გარშემო ტრიალებს.

სოციალურ ქსელში აზრი ორადაა გაყოფილი. ზოგი წერს, რომ გოგონა ძალიან ჰგავს მამას, ზოგი კი მას დედას ამსგავსებს. მიუხედავად ამისა, ყველა აღნიშნავს, რომ თაკოსა და გიორგის შვილი გამორჩეული არა მხოლოდ სახელით, არამედ გარეგნობითაცაა.

სულ ცოტა ხნის წინ გიორგი ბახუტაშვილმა და თაკო შოშიაშვილმა თანაცხოვრების შვიდი წელი აღნიშნეს.

თაკოს მიერ გამოქვეყნებულ ფოტოს მათი გულშემატკივრების მხრიდან უამრავი კომპლიმენტი მოჰყვა: „ასე მალე გავიდა 7 წელი? სულ ბედნიერები იყავით“, „ახლაც რომ ისე უყურებთ ერთმანეთს, როგორც მაშინ, რა მაგარია! გილოცავთ, უსაყვარლესებო!“, „უამრავი ლამაზი და სიყვარულით სავსე წელი გქონდეთ ერთად“ - წერენ კომენტარებში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×