დახურვა
სტილი
29.07.2021

მოდელი და ტელეწამყვანი მანიკა ასათიანი სოციალურ ქსელში განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევა. ის გამომწერებს ყოველდღიურად უზიარებს როგორც პირად, ისე ოჯახურ ფოტოებს და დასმულ კითხვებსაც ხშირად პასუხობს.

ამჯერად, "ინსტაგრამსთორის" საშუალებით, მანიკამ დაბადების დღე შვილს, გიორგის მიულოცა, რომელიც 9 წლის გახდა. მან ვაჟთან ერთად გადაღებული არაერთი ფოტო და ვიდეო გამოაქვეყნა: „ჩემი ცხოვრების მთავარი ადამიანი 9 წლის! ჩემთვის დედამიწა ამ ადამიანის გარშემო ბრუნავს. ყოველი დღე ბრჭყვიალაა შენთან ერთად“ - წერს მანიკა. 

როგორც ცნობილია, მანიკა ასათიანი კალათბურთელ ბექა წივწივაძეზეა დაქორწინებული, რომელიც 17 წლის ასაკში გაიცნო. 19 წლის იყო, როცა ორსულობის შესახებ გაიგო და მას შემდეგ წყვილი შვილს ერთად ზრდის. სოციალურ ქსელში ხშირად აღნიშნავენ, რომ გიორგი მანიკას ასლია და დედას ძალიან ჰგავს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×