დახურვა
სტილი
29.07.2021

წარმატებულ ქართველ მოდელს, ლიკუნა ხაჭაპურიძეს, სოციალურ ქსელში ბევრი იცნობს. ის „ინსტაგრამზე“ განსაკუთრებით აქტიურია და გამომწერებს ხშირად უზიარებს პირად ფოტოებს, სასარგებლო რჩევებს და სთავაზობს არაერთ გათამაშებასაც. მისი ორიგინალური ფოტოები გულშემატკივრების მხრიდან ყოველთვის დიდ მოწონებას იმსახურებს.

როგორც ცნობილია, ლიკუნა ხაჭაპურიძემ 2020 წელს რჩეულზე, სანდრო ჭანტურიაზე იქორწინა, თუმცა პანდემიის გამო მათ ქორწილი არ ჰქონიათ. ამ გადაწყვეტილებამდე წყვილი ერთი წელი ხვდებოდა ერთმანეთს, ხოლო ხელის მოწერის შემდეგ სანდრო და ლიკუნა გერმანიაში გადავიდნენ საცხოვრებლად. სულ ცოტა ხნის წინ მოდელმა დაწერა, რომ ისინი კვლავ სამშობლოში ჩამოვიდნენ და გერმანიაში დაბრუნებას ჯერ არ აპირებენ.

მიუხედავად იმისა, რომ ლიკუნა ხაჭაპურიძე პირად ურთიერთობებზე ხმამაღლა იშვიათად საუბრობს, ამჯერად მან სანდროსთან ერთად გადაღებული არაერთი ფოტო გამოაქვეყნა და პოსტს ემოციური წერილიც დაურთო: „გილოცავ ჩვენი ქორწინების დღეს, ჩემო საუკეთესო მეგობარო და ყველაზე დიდო მხარდამჭერო. შენი ცოლობა საუკეთესო რამაა, შენ შეცვალე ჩემი სამყარო და ცხოვრება შენთან ერთად მშვენიერია“ - წერს ლიკუნა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×