დახურვა
სტილი
30.07.2021

მომღერალი ბაბი კირკიტაძე ბევრისთვის საყვარელი და საინტერესო ტელესახეა. ის თავისი ენერგიულობის, ნიჭისა და ვიზუალის გამო ხშირად ექცევა საზოგადოების ყურადღების ცენტრში. მუდმივად ისმის კითხვები მისი პირადი ცხოვრების შესახებაც, რაზეც მომღერალი აქამდე არასდროს საუბრობდა, თუმცა გადაცემა „სიცრუის დეტექტორში" მან თქვა, რომ შეყვარებულია - „დღეს მთელმა ქვეყანამ გაიგო ის, რაც აქამდე ჩემ შესახებ არ გაუგიათ, ის, რომ მე ვარ შეყვარებული".

ბაბი სოციალურ ქსელში, განსაკუთრებით კი, „ინსტაგრამზე", აქტიურია და გამომწერებს საკუთარ ფოტოებს ხშირად უზიარებს. ამჯერად მან პატარა გულშემატკივრის ფოტო გააზიარა, რომელმაც, როგორც აღმოჩნდა, მას ვარდი აჩუქა: „დღეს დაჩი მოვიდა გადაღებაზე, შენი გულშემატკივარი ვარო და ვარდი მაჩუქა. ნახეთ, რა საყვარელია" - წერს მომღერალი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×