დახურვა
სტილი
30.07.2021

მოდელი ნანუკა გოგიჩაიშვილი მეუღლესთან, ნიკოლოზ ნაყოფიასთან ერთად ამერიკის შეერთებულ შტატებში, კალიფორნიაში იმყოფება. ნანუკა გამომწერებს ხშირად უზიარებს ულამაზეს ფოტოებსა და ვიდეოკადრებს და, ასევე, დასმულ კითხვებსაც აქტიურად პასუხობს.

ამჯერად ნანუკა გოგიჩაიშვილმა ვაქცინაციაზე ისაუბრა და განმარტა, რომ თავად „ფაიზერით" უნდა აიცრას: „ჩაწერილი ვარ, მალე მიწევს აქცრა. მთელი ოჯახი ვაქცინირებული მყავს ორივე დოზით და ძალიან მშვიდად ვარ. თუ რამე გაეჭვებთ, ყოველთვის ჯობია, თავად მოიძიოთ ინფორმაცია. მე, იანვრიდან მოყოლებული, იმხელა ინფორმაცია მაქვს ამ თემაზე, რომ დისერტაციასაც დავიცავ. ისევ თქვენივე სიმშივდისთვის, წაიკითხეთ თქვენი თვალით და უფრო ბევრს გაიგებთ" - ამბობს ნანუკა.

კითხვას, რა აზრის არის ორსულობის დროს ვაქცინაციაზე, მოდელი პასუხობს, რომ საწინააღმდეგო არაფერი აქვს: „რეალურად, ჩვენ და ჩვენმა წინაპრებმა აქამდე ვაქცინით მოვაღწიეთ. დღეს დრო დაჩქარებულია და დღევანდელი ვაქცინა მსოფლიოს ლაბორატორიებში დიდ დაკვირვებას გადის. გავაკეთებ იმას, რაც დაიცავს ჩემს გარშემომყოფებს. მოიძიეთ ინფორმაცია და არ მოუსმინოთ დაუსაბუთებელ კომენტარებს ინტერნეტში". ნანუკა გოგიჩაიშვილი სკეტიკურად განწყობილ გამომწერებსაც პასუხობს და წერს, რომ მტკიცებულება ორსულობის დროს ვაქცინაციის საფრთხის შესახებ არ არსებობს: „სამ სანდო ექიმს ვეკონტაქტები როგორც საქართველოში, ის აქ და არ მგონია, რომელიმე დედამ რაღაც გარისკოს დაუსაბუთებლად" - ამბობს ნანუკა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×