დახურვა
სტილი
25.08.2021

ცნობილი დედის, შორენა ბეგაშვილის შვილი ევა ბარბაქაძე სოციალურ ქსელში თავადაც დიდი პოპულარობით სარგებლობს. მას 120 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს, რომელთაც ხშირად უზიარებს პირად ფოტოებსა და სასარგებლო რჩევებს.

ევას ფოტოები სოციალურ ქსელში ყოველთვის დიდ გამოხმაურებას იწვევს. განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა მისმა საზაფხულო სტილმა - როგორც ჩანს, ევა ზაფხულის ცხელ დღეებში უპირატესობას ღია ფერის სადა და მარტივ სტილს ანიჭებს. ის ხშირად ირგებს როგორც კლასიკურ, ისე სპორტულ და ყოველდღიურ სამოსს: „უმშვენიერესი ევა“, „შენ ხარ სილამაზე“, „ევა, ანჯელინას არ ჩამოუვარდები, 

ძალიან ეფექტური და საყვარელი გოგო ხარ“ - წერენ „ინსტაგრამზე“.

როგორც ცნობილია, სულ ცოტა ხნის წინ ევა ბარბაქაძე დედასთან, შორენა ბეგაშვილთან ერთად ესპანეთში ისვენებდა. დედა-შვილმა ბარსელონაში გადაღებული ულამაზესი კადრები გამომწერებსაც გაუზიარა და მათგან უამრავი კომპლიმენტი მიიღო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×