დახურვა
სტილი
28.08.2021

ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი, მა­რი­ა­მო­ბის დღე­სას­წა­ულ­თან და­კავ­ში­რე­ბით, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ოჯა­ხუ­რი ალ­ბო­მი­დან ფო­ტოს აქ­ვეყ­ნებს და ბავ­შვო­ბის ემო­ცი­ურ ამ­ბებს იხ­სე­ნებს:

"ბავ­შვო­ბი­დან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დღე იყო მა­რი­ა­მო­ბა. 28 აგ­ვის­ტოს სა­ქა­რი­ქედ­ში უნდა ჩა­სუ­ლი­ყო მა­რი­ამ მა­ჭა­ვა­რი­ა­ნის ოთხი­ვე გოგო, 8 შვი­ლიშ­ვი­ლით, 11 შვილ­თაშ­ვი­ლით. ასე­თი იყო მა­რი­ა­მო­ბის მთა­ვა­რი წესი, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან დიდ სა­ნა­თე­სა­ვოს ერ­თმა­ნეთს გვახ­ვედ­რებ­და.

თბი­ლი­სი­დან ჩა­მო­სუ­ლი ნა­თე­სა­ვე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბით მი­ხა­როდ­ნენ. მათ­გან, რა­ღაც სხვა­ნა­ი­რი სი­ახ­ლე ჩა­მო­დი­ო­და სო­ფელ­ში, სა­დაც სამი თვე უკვე გა­ტა­რე­ბუ­ლი მქონ­და, ნანა და მარო ბე­ბოს­თან ერ­თად, რო­მელ­მაც 94 წლამ­დე იცო­ცხლა და გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე ერთი დღით ადრე მა­ინც მო­ა­ხერ­ხა ხა­ჭა­პუ­რის გა­კე­თე­ბა, რო­მე­ლიც ყველს ვე­რა­სო­დეს იტევ­და.

ყვე­ლა ცრურ­წმე­ნის ჯე­რო­და და ყო­ველ დღე ლო­ცუ­ლობ­და. ერთ ქალ­ზე იდგა მთე­ლი ოჯა­ხი. კაცი ოჯა­ხის წევ­რე­ბიც კი თვა­ლებ­ში უყუ­რებ­დნენ. ყვე­ლა­ფე­რი ისე იყო რო­გორც ის იტყო­და. ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ზე ძლი­ერ ქა­ლად სწო­რედ ის დარ­ჩა. მისი მნიშ­ვნე­ლო­ბის გამო და­ვარ­ქვი მის პირ­ველ შვილ­თაშ­ვილს მა­რი­ა­მი.

სა­ქა­რი­ქედ­ში ვე­ღარ ვიკ­რი­ბე­ბით, თუმ­ცა ყვე­ლა ნა­თე­სა­ვი, რო­მელ­საც იმ ეზო­ში ურ­ბე­ნია ჩემ­თვის სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ადა­მი­ა­ნია.

ყო­ველ ჯერ­ზე, როცა ცუ­დად ვარ, მა­მა­ჩემს ვუ­რე­კავ და ვე­უბ­ნე­ბი, რომ სა­ქა­რი­ქედ­ში სახ­ლი უნდა გა­ვა­კე­თო. არც ერთ ად­გილ­თან იმ­ხე­ლა კავ­ში­რი არ მაქვს, რო­გორც ამ ეზოს­თან, სა­დაც აუ­ცი­ლებ­ლად შე­ვიკ­რი­ბე­ბით ნა­თე­სა­ვე­ბი, რო­მე­ლი­ღაც 28 აგ­ვის­ტოს და დი­ა­სახ­ლი­სი მე ვიქ­ნე­ბი.

მა­რი­ა­მო­ბას გი­ლო­ცავთ".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×