დახურვა
სტილი
30.08.2021

მაია ასათიანი ბევრისთვის საყვარელი ტელეწამყვანია. ის ხშირად ჩანს ტელეეკრანებზე და, წლების მანძილზე, უამრავი გულშემატკივარიც შეიძინა. მაიას სტილი თუ ჩაცმულობა მუდმივად ინტერესის საგანია და კითხვები მისი პირადი ცხოვრების შესახებაც ხშირად ისმის. მიუხედავად იმისა, რომ თავად არაერთი ცნობილი სახის სიყვარულის ისტორია მოუსმენია, საკუთარზე ხმამაღლა საუბრისგან ტელეწამყვანი ამ დრომდე თავს იკავებს.

მაია ასათიანის გამომწერებს შეუმჩნეველი არ დარჩებოდათ, რომ ჟურნალისტი რამდენიმე კვირის განმავლობაში სოციალურ ქსელში არ გამოჩენილა და არც ახალი ფოტოები გამოუქვეყნებია. ამის შესახებ მან ივნისის თვეში ისაუბრა და  თქვა, რომ თქვა, რომ ცოტა ხნით პაუზას იღებდა: „ყველას გემშვიდობებით, ცოტა მომენატრებით, განსაკუთრებით, პირველ დღეებში” - ამბობდა ის.

როგორც ჩანს, მაია ასათიანმა „ინსტაგრამზე“ დაბრუნება გადაწყვიტა და ახალი ფოტოებიც გამოაქვეყნა: „დაბრუნდა ოქროს გოგო“, „ძალიან კარგი ადამიანი და ჟურნალისტი“, „მიხარია შენი ახალი ფოტოების ნახვა“, „ყველას გვენატრებოდი“ - წერენ კომენტარებში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×