დახურვა
სტილი
30.08.2021

ცნობილ ქართველ ექიმს, კარდიოქირურგ ლევან ქარაზანიშვილს, ქვეყნის საზღვრებს გარეთაც კარგად იცნობენ. მან სახელი არაერთი უნიკალური ოპერაციით გაითქვა. წარმატებული ექიმი სოციალურ ქსელშიც აქტიურია და გამომწერებს პირად თუ ოჯახურ ფოტოებს ხშირად უზიარებს. როგორც ცნობილია, ლევან ქარაზანიშვილი შეყვარებულია, მისი რჩეული კი ქეთი ძიგუაა. ლევანი და ქეთი კოლეგები არიან და ივ. ბოკერიას სახელობის კლინიკაში ერთად მუშაობენ.

სულ ცოტა ხნის წინ წყვილმა ვიდეო იუსტიციის სახლიდან გამოაქვეყნა. მათ ურთიერთობა ოფიციალურად დააკანონეს და მეგობრების მხრიდან უამრავი მილოცვაც მიიღეს: „ბედნიერება თქვენ“, „ვგიჟდები ამ 

წყვილზე“, „გილოცავთ, ბედნიერები ყოფილიყავით” - წერენ „ინსტაგრამზე“.

ამჯერად ლევან ქარაზანიშვილი და ქეთი ძიგუა გამომწერებს ულამაზეს კადრებს ქორწილიდან უზიარებენ: „ყველაზე საყვარელი წყვილი ხართ“, „სულ ასეთი ლამაზები და ბედნიერები იყავით“, „რა ლამაზი ფოტოა, საოცრებაში გადავეშვი“, „რა თვალებით გიყურებს... ბედნიერებას ასხივებთ“ - წერენ კომენტარებში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×