დახურვა
სტილი
30.08.2021

ულამაზესი მოდელი, მარიამ გველესიანი სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს. მას „ინსტაგრამზე“ 148 ათასი გამომწერი ჰყავს, რომელთაც საკუთარ ყოველდღიურობას ხშირად უზიარებს. როგორც ცნობილია, მარიამი ფეხბურთელ გიორგი პაპავაზეა შეყვარებული. წყვილი გარკვეული პერიოდის განმავლობაში დაშორებული იყო, თუმცა ისინი შერიგდნენ და ახლა ერთად გადაღებულ ფოტოებსა და ვიდეოებსს ხშირად აქვეყნებენ.

როგორც მარიამი ერთ-ერთ ინტერვიუში იხსენებს, გიორგი პაპავა მას სოციალურ ქსელში დიდი ხნის განმავლობაში წერდა, თუმცა თავად გრძნობები ორი წლის შემდეგ გაუჩნდა: „პირველად სუპერმარკეტში დავუნახივარ და მოვწონებივარ, მერე აღმოჩნდა, რომ მისი 

კლასელი ჩემთან ერთად ემზადებოდა გეოგრაფიაში აბიტურიენტობისას. ჩემი სკოლის წინ ცხოვრობდა, მთელი 12 წელი დავდიოდი იმ ქუჩაზე, მაგრამ არასდროს მინახავს. ორი წლის შემდეგ, კარგად რომ გავიცანი და მისი თვისებები დავინახე, ერთ დღეს, უცებ მივხვდი, რომ მომწონდა. ამის შემდეგ ერთმანეთს ხშირად ვნახულობდით და მოწონება სიყვარულში გადაიზარდა” - ამბობდა მარიამ გველესიანი.

მარიამი რჩეულთან, გიორგისთან ერთად გადაღებულ ფოტოებს ხშირად აქვეყნებს, თუმცა ამჯერად, ფოტოებთან ერთად, გამომწერებს ემოციურ წერილსაც უზიარებს: „ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ლამაზი დაბადების დღე იყი, იმიტომ რომ ყველაფერი შენ შექმენი. გული სავსე მაქვს სიყვარულით და ბედნიერებით და ეს შენი დამსახურებაა. ჩემი ცხოვრების მთავარი საჩუქარი ხარ! გახსოვდეს, მე შენ მიყვარხარ სამუდამოდ!“ - წერს მოდელი. როგორც ჩანს, მას გიორგი პაპავამ დაბადების დღეზე მოულოდნელი საჩუქარი გაუკეთა და დაუვიწყარი სურპრიზი მოუწყო. წვეულების ამსახველი ფოტოები და სახალისო ვიდეოები მარიამმა და მისმა მეგობრებმა “ინსტაგრამზეც“ გამოაქვეყნეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×