დახურვა
სტილი
14.06.2024

მეტეოროლოგი, კობა ფარტენაძე უახლოეს პროგნოზს აქვეყნებს:

საქართველოში თითქმის ყველგან ცხელი ამინდია და ტემპერატურა +30 გრადუსზე მაღალი, ხვალისთვის კიდევ უფრო დაცხება ზოგან +35... +36 გრადუსამდე, მაგრამ გასათვალისწინებელია ის, რომ ქვეყნის სხვა ტერიტორიებისგან განსხვავებით, სანაპირო კურორტებზე სიცხე იქნება დღის პირველ ნახევარში -

კონკრეტულად- სანაპირო ზოლში, ხვალ 13:00 საათის შემდეგ, დასავლეთის დაბლობზე კი 15:00 საათიდან გაძლიერდება დასავლეთის ქარი 17-22 მეტრ წამამდე და ძალიან ცხელ დღეს, გრილი საღამო ჩაანაცვლებს.

კვირას ყველგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა.

გისურვებთ სიხარულით სავსე დღეს.

მეტეოოლოგი - კობა ფარტენაძე

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×