დახურვა
სტილი
01.09.2021

ნანუკა ჟორჟოლიანის შვილს, მარიამ გეგუჩაძეს, საზოგადოების ნაწილი კარგად იცნობს. პოპულარული დედის მსგავსად, მარიამსაც აქტიური ცხოვრების სტილი აქვს და ტელეეკრანებზეც ხშირად ჩნდება. მარიამ გეგუჩაძემ რამდენჯერმე ტელეწამყვანის ამპლუაც მოირგო და თანამოაზრესთან, ნოდარ რუხაძესთან ერთად ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობის შესახებ საუბრობდა. როგორც ცნობილია, მარიამი პარიზში სწავლობდა და იქ მუშაობასაც გეგმავდა, თუმცა პანდემიის გამო საქართველოში ჩამოსვლა გადაწყვიტა.

მარიამ გეგუჩაძე სოციალურ ქსელში აქტიურობით არ გამოირჩევა, თუმცა ამჯერად გამომწერის კითხვას პასუხობს და საკუთარი მენტალური ჯანმრთელობის შესახებ საუბრობს: „მე მკურნალობამ მიშველა. ფსიქიატრთანაც 

ვიარე, ფსიქოლოგთანაც. ბევრი ფსიქოლოგი არ მომეწონა, ეგრევე დავანებე თავი და სხვა ვიპოვე. ბევრი რაღაც ვცადე და დღემდე ვცდილობ. შეეცადეთ, ის გარემო შეიქმნათ, რომელშიც კომფორტულად ხართ. არავისთან არაფრის ვალდებულები არ ვართ. ვინმე ან რამე თუ ცუდად მოქმედებს თქვენზე, მოიცილეთ თავიდან“ - წერს მარიამ გეგუჩაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×