დახურვა
სტილი
03.09.2021

შორენა ბეგაშვილი ხშირად ჩნდება ტელეეკრანებზე და განსაკუთრებით აქტიურია სოციალურ ქსელში. მისი ფოტოები „ინსტაგრამზე" ყოველთვის დიდ გამოხმაურებასა და უამრავ კომენტარს იმსახურებს.

ამჯერად შორენა ბეგაშვილი გამომწერების კითხვებს პასუხობს და წერს, რომ ის, რაც მას აბედნიერებს, მისი ერთადერთი ქალიშვილი, ევა ბარბაქაძეა. რაც შეეხება პირად ურთიერთობას, ამბობს, რომ ქმარი არ ჰყავს, ხოლო მის რჩეულს კამერებთან გამოჩენა არ უყვარს და ამიტომ არ აქვეყნებს ხშირად საერთო ფოტოებს.

შორენა წარსულზეც საუბრობს და ამბობს, რომ არაჯანსაღი ურთიერთობები მასაც ჰქონდა და კითხვაზე, როგორ უნდა აიმაღლოს ადამიანმა თვითშეფასება წერს, რომ უბრალოდ სარკეში უნდა ჩაიხედო:

„მეც ჩვეულებრივი გოგო ვარ, ჩემი პრობლემებით და ფიქრებით, ყველას არ უნდა ანახო სისუსტე" - აღნიშნავს ტელეწამყვანი. როგორც შორენა ბეგაშვილი განმრატავს, არ მოიხმარს სიგარეტს, ალკოჰოლსა და სხვა მავნე ნივთიერებებს, ამის ნაცვლად, ცდილობს, ჯანსაღი ცხოვრების წესით იცხოვროს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×