დახურვა
სტილი
09.09.2021

მოდელი, ოთხი შვილის დედა რუსა ჩაჩუა სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს. მას 100 ათასი მიმდევარი ჰყავს, რომელთაც საკუთარ ყოველდღიურობას, სასარგებლო რჩევებსა და პირად თუ ოჯახურ კადრებს ხშირად უზიარებს. გამომწერები ხშირად აღნიშნავენ, რომ რუსა ყოველთვის იდეალურ ფორმაშია და შესანიშნავად გამოყურება.

განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს მოდელის მიერ ბოლოს გამოქვეყნებული ფოტოები. რუსას გულშემატკივრები მისი სილამაზით აღფრთოვანებას ვერ მალავენ და კომპლიმენტებსაც არ იშურებენ: „სიტყვებს ვერ ვპოულობ! მსოფლიომ უნდა გნახოს!“, „ხანდახან მგონია, რომ მოგონილი ხარ! არაამქვეყნიური“, „საოცრება ხარ, ულამაზესი“ - წერენ „ინსტაგრამზე“.

რუსა ჩაჩუამ პირველად 17 წლის ასაკში იქორწინა. პირველი მეუღლე არჩილ სახვაძე იყო, რომელთანაც ორი შვილი – თაზი და ნასტია ჰყავს.2014 წელს კი მან ბედი ბიზნესმენ დიმა ნაფეტვარიძეს დაუკაშვირა. წყვილს ორი საერთო შვილი ჰყავს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×