დახურვა
სტილი
10.09.2021

ნინო ნადირაძე-კუზანოვას საზოგადოება კარგად იცნობს. ის ცნობილი ექიმის, ივა კუზანოვის რძალი და გუგა კუზანოვის მეუღლეა. ნინო თავადაც ექიმია და მისი შვილები, ბაია და ივაც ოჯახის ტრადიციას აგრძელებენ. ნინო ნადირაძე აქტიურად ჩანს ტელეეკრანებზეც, ერთ-ერთი გადაცემის თანაწამყვანი და ბევრისთვის საყვარელი ტელესახეა.

ნინო საზოგადეობის ყურადღების ცენტრში ხშირად ექცევა. მიუხედავად იმისა, რომ ის სოციალურ ქსელში განსაკუთრებული აქტიურობით არ გამოირჩევა, მისი ოჯახისა და პირადი ცხოვრების შესახებ ინტერესი მუდმივად არსებობს.

ამჯერად ტელესახე სოციალურ ქსელში ფოტოებს ზღვისპირეთიდან აქვეყნებს. როგორც ჩანს, ნინო დროს

შეკვეთილში მეუღლესთან ერთად ატარებს და ულამაზეს კადრებს გამომწერებსაც უზიარებს: „ულამაზესი ბებიკო", „ყველგან ელეგანტური", „საოცრად დახვეწილი ქალბატონი", „კარგად დაისვენე, გეკუთვნის" - წერენ „ინსტაგრამზე".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×