დახურვა
სტილი
11.09.2021

მოდელი ნეკა დოროყაშვილი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი ყოფილ მეუღლესთან, ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილთან დაკავშირებული სკანდალის შემდეგ გახდა. მათი დავა სასამართლოში დღემდე არ დასრულებულა. ამის პარალელურად, ორივე მათგანი კარიერას აქტიურად აგრძელებს - ნიკოლოზ ბასილაშვილი არაერთ საერთაშორისო ტურნირზე ასპარეზობს, ხოლო ნეკა დოროყაშვილი მოდელისა და დიზაინერის პროფესიას ითავსებს.

სულ ცოტა ხნის წინ ნეკმ შვილთან, ლუკას ბასილაშვილთან ერთად ეგვიპტესა და დუბაიში იმოგზაურა. როგორც მან განმარტა. პირამიდების ნახვა პატარა ლუკასის ოცნება იყო და მან შვილს ეს ოცნება დაბადების დღეზე აუხდინა. საკუთარ იუბილეს კი ნეკა დოროყაშვილი მალდივის კუნძულებზე ატარებს.

მოდელი ფოტოებსა და ვიდეოებს სასტუმრო Kagi-დან აქვეყნებს. როგორც ჩანს, ნეკას სურპრიზი სასტუმროს ადმინისტრაციამაც მოუწყო და მას დაბადების დღე ორიგინალურად მიულოცა. გარდა ამისა, მოდელმა სანთლებიც ჩააქრო და საღამო სასიამოვნოდ გაატარა. ვისთან ერთად ისვენებს ნეკა დოროყაშვილი მალიდივის კუნძულებზე, ცნობილი არ არის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×