დახურვა
სტილი
11.09.2021

ეკო ფანგანი სოციალურ ქსელში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. ის ბევრისთვის საყვარელი ტელესახეა. ეკო „ინსტაგრამზე" ხშირად აქვეყნებს საკუთარ ფოტოებს, მისი სტილი და ვიზუალი კი ყოველთვის უამრავ კომპლიმენტს იმსახურებს. ტელეწამყვანი გამომწერებს ხშირად აძლევს რჩევებსაც თავის მოვლასა და სწორ კვებასთან დაკავშირებით.

ეკო ხშირად იღებს კითხვებს პირადი ცხოვრების შესახებაც. როგორც ცნობილია, ტელეწამყვანი შეყვარებულია და მისი რჩეული იურა რუბენიაა. ეკო ურთიერთობაზე ხმამაღლა იშვიათად საუბრობს, თუმცა მეგობარ ბიჭთან ერთად გადაღებულ ფოტოებს სოციალურ ქსელში ხშირად აზიარებს და უამრავ კომპლიმენტსაც იმსახურებს.

ამჯერად ფანგანი გამომწერების კითხვებს სწორედ პირადი ცხოვრების შესახებ პასუხობს და წერს, რომ ქორწილი დაგეგმილი არ აქვს: „გააჩნია, როდის გავთხოვდები. ახლა ჯერ პანდემიაა და არ შეიძლება. თინეიჯერობაში ვგიჟდებოდი ქორწილებზე, მაგრამ შემდეგ ჩვენებებზე მეცვა ხოლმე ხშირად საქორწინო კაბები, მერე „მაესტროზე" გადაცემა მიმყავდა, „ჩემი ქორწილი" ერქვა. „დღის შოუშიც" ბერჯერ მეცვა და, ბოლოს, საქორწინო კაბა ჩვეულებრივი კაბა გახდა ჩემთვის, მივხვდი, რომ ქორწილებიც არ მიყვარს. ახლა დიდი ხანია, რაც აღარ მიფიქრია ამაზე და არ ვიცი, დავაპირებ თუ არა" - წერს ეკო ფანგანი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×