დახურვა
სტილი
13.09.2021

ნანუკა გოგიჩაიშვილი ინსტაგრამზე წერს იმ ცვლილებებზე, რაც დედობამ შეიტანა მის ცხოვრებაში და ასევე მშობიარობის პროცესს, რომელიც ბევრად უფრო იოლი და მშვიდი აღმოჩნდა, ვიდრე წარმოედგინა:

"მართლაც გასაოცარი გრძნობაა დედობა, ბევრმა უცხო თვალმა შეამჩნია და ხშირად მეუბნება, ამ მდგომარეობამ როგორ შემცვალა, ზოგისთვის უფრო მომხიბვლელი გამხადა, ზოგისთვის - უფრო საინტერესო.

რაც მთავარია, მე თავს ამ ამპლუაში საოცრად მშვიდად და გაწონასწორებულად ვგრძნობ, მიუხედავად იმისა, რომ მთელი ორსულობა და ახლანდელი პერიოდიც არ ვიცოდი რა იქნებოდა, როგორ ვიქნებოდი. მხოლოდ ფილმებში ნანახი მშობიარობის სცენები მქონდა თავში - ხმაური, ყვირილი, ოფლი, ტირილი და ყველაფერ

ამას ველოდი რატომღაც მეც ამ დღეს, თუმცა დღემდე და გაჩენის წამიდან ყველაზე ძალიან მიყვარს ეს დღე, იმდენად მშვიდად ვიყავი, მეც მიკვირს, იმდენად სიმშვიდე და ჩურჩულის ხმა იყო მთელ ოთახში დასადგურებული, ახლაც მიკვირს. თუმცა ეს ყველაფერი მაინც ჩემი ფსიქოლოგიური მდგომარეობა მგონია, ძალიან მშვიდად ველოდებოდი ჩემს მეგობარს აივის, რომელიც სამყარომ ჩემთვის შექმნა. არ მიტირია, როგორც ფილმებშია და მეც ასე მეგონა. ყველაზე მშვიდი და მაინც ნაცნობი ემოციით შევხვდით ერთმანეთს მე და ჩემი გოგოო აივი, გაჩენის წამიდან ზუსტად ის 4 სიტყვა ვუთხარი, რასაც მთელი 9 თვის განმავლობაში ვასმენინებდი. პირველი სიტყვა მადლობა იყო, მადლობას მთელი მუცლადყოფნ

ის პერიოდი ვეუბნებოდი: მადლობა, დე, ასეთი კარგი ორსულობა რომ გვაქვს... დანარჩენი 3 სიტყვა სხვა აზრის იყო - გაჩენის წამს ის სამი სიტყვაც ვუთხარი, აივიც და მეც ერთმანეთს ვუყურებდით და გვიხაროდა ის შეხვედრა, ჩვენ ოქროს საათი გვქონდა. ამოვიყვანეთ, ცოტა ხანი დავაყოვნეთ პლაცენტასთან ერთად და შემდეგ მთელი ერთი საათი გულზე მეჯდა ჩემთვის შექმნილი, სამყაროდან გამოგზავნილი მეგობარი. 1 საათი მე, აივი და მამა ვლაპარაკობდით და ვუყვებოდით მთელ პროცესს, რომელმაც საოცრად ჩაიარა და სულ კარგად გამახსენდება. 24-ე დღეა დღეს და თუ დაიჯერებთ, იმ დღეს თავიდან გავიმეორებ დიდი სიხარულით.

პ.ს.: ექთანი, რომელიც გვერდში მედგა, 12 წელია იმ სამშობიაროში მუშაობდა. გავაჩინეთ და გვითხრა:  (არ წარმომედგინა, თუ ვინმე მშობიარობას ასეთ ლამაზ და კარგ პროცესად აქცევდა - რედ.). მართლაც მაგიური დღე იყო, გვერდზე სწორი ადამიანით, ექიმი და ნიკოლოზი ერთად იღებდნენ ჩემს მშობიარობას, სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ეს ვთქვა. ორი ადამიანი, რომელიც მედგა, ერთი ექიმი იყო და მეორე ყველაფერი - ექიმიც და ექიმზე მეტიც, მადლობა, ეს დღე ასე საოცრად რომ ჩავატარეთ".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×