დახურვა
სტილი
16.09.2021

მომღერალი სოფო ბათილაშვილი სოციალური ქსელით ქარელში მომხდარ ინციდენტს ეხმიანება და წერს, რომ „მთავარი არხის“ ოპერატორის, ლევან აბლოთიას დაშავების გამო დამნაშავეები უნდა დაისაჯონ.

„არ გაცდიან არაფერს. არც მშვიდად ყოფნას, არც საკუთარი საქმის მიხედვას. ეს რა ხდება! რას ნიშნავს მეორე სართულიდან ადამიანი აიღო და გადაისროლო. ვინც არ უნდა იყოს! რანაირად უნდა გადააგდო, ან რანაირად არ უნდა შეგიტოკდეს რომელიმე ძარღვი, სასწრაფოს გამოსაძახებლად მისამართს გეხვეწებოდნენ და არ უთხრა! და ესენი უნდა დასხდნენ რამის მერებად და რამის ლიდერები ესენი უნდა იყვნენ?

22 წლის ასაკში, როცა ყველაზე ლაღი და პერსპექტიული უნდა იყოს ყოველი დღე ჩემს ცხოვრებაში, ყოველ დღე საკუთარი წამიერი ბედნიერების მრცხვენია, იმდენ ამათი არამზადობით გამწარებულ ადამიანს ვხედავ ამ ქვეყანაში. რატომ, ვინ ხართ, თქვენ რატომ უნდა შეგალიოთ ყველანაირი რესურსი და ძალა! ნორმალურ სახელმწიფოში, აქამდე წასულები იქნებოდით კი არა, გისოსებს მიღმა ისხდებოდით თქვენი მეთაურიანად. მაგის დროც მოვა.

„მთავარი არხის“ ოპერატორი საავადმყოფოშია გადაყვანილი. ძალიან ვთხოვ ყველა ძალას რაც კი სამყაროშია,ეს ბიჭი გამოჯანმრთელდეს და განაგრძოს თავისი საქმის მშვიდობიანად კეთება“, - წერს მომღერალი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×