დახურვა
სტილი
17.09.2021

მომღერალმა და ტელეწამყვანმა ნინი ბადურაშვილმა სულ ცოტა ხნის წინ საზოგადეობას საკუთარი წამოწყება გააცნო და სოციალური ქსელის მომხმარებლებს საკუთარი კოსმეტიკური ხაზი წარუდგინა. მას შემდეგ, ნინი აქტიურად აზიარებს სხვადასხვა ცნობილი სახის ვიდეოებს, რომლებიც მისი ბრენდის მომხმარებლები გახდნენ.

ამჯერად კი ნინი ბადურაშვილმა „ინსტაგრამზე" თავად ატვირთა თანამწამყვანის, ნინო ნადირაძის ვიდეო, სადაც ის მომღერლის მიერ შექმნილ ტუჩსაცხზე საუბრობს და ამბობს, რომ ჩანთაში „NB Beauty"-ის ტუჩსაცხი ყოველთვის უდევს: „შენ მოისხი ჩემი მადლი, დილით ხომ წავისვამ, ეს დირექტორი ქალი, დღის ბოლოს ნიღაბს რომ მოვხსნი, ისევ ტუჩსაცხი რომ მისვია და სულ ლამაზი რომ ვარ, ეს იცი რა კარგია?!" -ამბობს ნინო ნადირაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×