დახურვა
სტილი
20.01.2022

ყოფილი ტელეწამყვანი ხატია სიჭინავა სოციალურ ქსელში წერს:

,,როგორც მოსალოდნელი იყო, თუმცა ასე სწრაფი ტემპით მეც კი გამიკვირდა“, - წერს სიჭინავა. მისი განცხადებით,  ქვეყნებმა უკვე დაიწყეს მწვანე პასპორტების შეჩერება და დაკოდილი (კოდ მინიჭებული) ხალხის მოთხოვნა.

„რა თქმა უნდა,  იქნება გეგმა ბ, მაგრამ მოდი, ვისიამოვნოთ ამ პოზიტიური ამბით და ხვალემ იზრუნოს ხვალისაზე. შეირგეთ თითოეული წუთი პოზიტიურად და დატვირთეთ გონება მხოლოდ კარგი ამბებით. მე კი მივხვდი, რომ არასოდეს მოგატყუებს შენი ქვეცნობიერი, თუ მასთან დაბალანსებული გაქვს მგრძნობელობა. ინტუიცია, იგივე ჩვენი სულის ხმაა. მიყვარხართ. ბედნიერ ცხოვრებას და მხოლოდ პოზიტივს გისურვებთ”.

ხატიას ამ სტატუსმა ბევრი გააღიზიანა.

,,დაკოდილი რას ნიშნავს. დაუკვირდი რას წერ, ერთი აქეთ ჩამობრძანდი და ვნახავ, როგორ იბლატავებ, – წერს ერთ-ერთ ფლორენციიდან.

,,სამეგობროში გეყოლებათ ისეთი ადამიანები, ვინც აცრილია და იმათ მაინც ეცით პატივი”, ,,დაკოდილი რას ნიშნავს მაინტერესებს”, ,,უამრავი ადამიანი კვდება კოვიდის გამო და ეს პოსტი რა სირცხვილია”, ,,პოტენციური მკვლელი ხარ, როგორც ყველა ანტივაქცინისტი”, ,,გაუნათლებელი ძონძის კუკლა ხარ”, – უწერენ კომენტარებში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×