დახურვა
სტილი
11.05.2022

ჟურნალისტს და გადაცემა "პირველი ხაზის" წამყვანს ვიკა ბუკიას პირადი ანგარიშსწორებით ემუქრებიან, ამის შესახებ ტელეწამყვანმა ინფორმაცია "ფეისბუქის" პირად გვერდზე გაავრცელა და მიღებული მუქარის შემცველი შეტყობინების ის სქრინიც გაასაჯაროვა, რომელიც ვინმე "გიორგი გიორგისგან მიიღო. "პირველი ხაზის" წამყვანი შინაგან საქმეთა სამინისტროს რეაგირებისკენ მოუწოდეს.

"შენ და შენს @ლე თანაწამყვანს… სერიოზულად გეუბნები, ტ@რაკი დააყენე და წითელ ხაზს ნუ ცდები, თორემ სადარბაზოში გიპოვიან დჩეხილს, შე ძუკნა @ლექალა. ზეპირად ვიცით თქვენი მისამართები, ამიტომ გაფრთხილებ”, - ვკითხულობთ ვიკა ბუკიასადმი გაგზავნილ პირად შეტყობინებაში.

ტელეწამყვანის თქმით, მუქარები ასევე მისი ოჯახის წევრების მისამართითაც არის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×