დახურვა
სტილი
14.05.2022

„დღის პოსტში" სტუმრობისას მომღერალმა ბორის ბედიამ წამყვანებს გაუმხილა, რომ სიყვარული შია და ცოლს ეძებს:

„სულ „მშიერი" ვარ მაგ კუთხით, ვეძებ მეორე ნახევარს, ვინც გამიგებს, ვინც იქნება ჩემი პარტნიორი, ვისი პარტნიორი მეც ვიქნები... უნდა იყოს კარგი ადამიანი, ნიჭიერი, ხელოვნება უნდა ესმოდეს... თუ გინდა, კახელი იყოს, აჭარელი, არ არის აუცილებელი, მეგრელი იყოს. შავგვრემანი რომ იყოს, ძალიან კარგია, ეშხიანია. ქერა ცისფერთვალებაც ძალიან კარგია. სიყვარული ხომ სულიერი მდგომარეობაა... მთავარია, ერთნაირები ვიყოთ. თქვენ წარმოიდგინეთ, ძალიან მომწონდა და გატაცებულიც ვყოფილვარ, მაგრამ არასდროს მყვარებია. არ უნდა გვჭირდებოდეს ახსნა-განმარტება, სიყვარული ასე მესმის. არ უნდა ამოიწუროს ადამიანი, ჩემთვისაც არ უნდა ამოიწუროს და არც მე - მისთვის".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×