დახურვა
სტილი
16.05.2022

მსახიობი სოფო გორელაშვილი ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს ახალ სერიალში „სიყვარულს მიღმა“, რომელიც საზოგადოებრივ არხზე გადის.

სოფოს ქორწინება აკავშირებდა კოლეგასთან, მსახიობ როლანდ ოქროპირიძესთან, რომელთანაც ერთი შვილი, საბა ჰყავს.

სოფო საუბრისას აღნიშნავს, რომ ექსმეუღლესთან კარგი ურთიერთობა ჩამოუყალიბდა:

„ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. თავიდან ასე არ ყოფილა. მარტივად არ ხდება, დრო არის საჭირო, რომ რაღაცები „გადახარშო“, მაგრამ ბოლო სამი წელია, საკმაოდ მეგობრული ურთიერთობა გვაქვს. რჩევა იქნება, დახმარება თუ სხვა საჭიროება, ერთმანეთის გვერდით ვართ. სასაცილო ამბის გაზიარება, ერთად გართობა, დარეკვა, მოკითხვა, გასეირნება ჩვენთვის ძალიან ჩვეულებრივი ამბავია. „თესეაში“ საყვარლების როლიც ვითამაშეთ. ისეთი ჯანსაღი ურთიერთობა გვაქვს, ბევრს რომ შეშურდება (იცინის). თავიდან ჩვენც არ გვეგონა, რომ ასე იქნებოდა, მაგრამ ახლა ერთმანეთისთვის ისევ ოჯახის წევრები ვართ, დედამისთანაც ძალიან ვმეგობრობ და ერთი დიდი ოჯახივით გამოვდივართ.

ყოფილი მეუღლის საყვარლის ფულს რომ გთავაზობენ,. ალბათ, ეს ცხოვრებისული კომედიაა. 

არ ვიცი, შეიძლება, შეგნებულადაც გააკეთეს, მაგრამ ამაზე მართლა ძალიან ბევრი ვიცინეთ და გადაღებებზეც ძალიან ვხალისობდით. საბაც შოკირებული იყო, ვერ გავიგე, თუ ასე კარგად ხართ, მაშინ რატომ დაშორდითო (იცინის).

მეორედ არ დაქორწინებულხარ…

ჯერჯერობით, არ შევეხები ჩემს პირად ცხოვრებას. ეს თემა მომავლისთვის დავიტოვოთ “, - აღნიშნავს სოფო  ჟურნალ „თბილისელებთან“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×