დახურვა
სტილი
17.05.2022

რუსული პროპაგანდისტული მედიის, „რაშა თუდეის“ ხელმძღვანელმა ვლადიმერ სოლოვიოვის გადაცემაში რუსეთიდან „მაკდონალდსის“ გასვლის თაობაზე ისაუბრა და ასევე, ქვეყანაში არსებული ეკონომიკური სიტუაცია შეაფასა. სიმონიანი აღნიშნავს, რომ რუსული ეკონომიკა არასოდეს ყოფილა ასე აყვავებული:

„მაისის დღესასწაულებზე მოვიარე ქვეყანა, სოჭშიც ვიყავი. მე ასეთი კმაყოფილი ხალხი არ მახსოვს. პირველად მოხდა, რომ საყვედურზე მეტი, იყო მადლობა. „მაკდონალდსი“ დაიხურა და უცებ გაჩნდა ახალი ალტერნატივა, ახალი რესტორნების ქსელი სხვა ბრენდით, იმიტომ, რომ აქ მუშაობს ჩვენი ხალხი, 10 ათასობით ადამიანი. ისე ხომ არ დავტოვებთ? ვისაც ჩვენთან არ მოსწონს, გზა ხსნილია, არავინ და არაფერი მოგვენატრება, ეს იცოდეთ. „მაკდონალდსი“ წასულაო, დიდი ამბავი, კატლეტების შეწვა როგორმე რუსეთში თქვენზე ადრე ვიცოდით“  – ამბობს მარგარიტა სიმონიანი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×