დახურვა
სტილი
28.09.2022

მომღერალი, ხატია წერეთელი სოციალურ ქსელში საქართველოში რუსების შემოსვლაზე წერს.

"რუსეთის მოქალაქეების მასობრივი შემოსვლასთან დაკავშირებით ასეთი იდეა მაქვს(ვისაც არ მოგწონთ ანლაიქ)

ძიაძია ვოვას მეთოდიკა უკვე ვიცით ომის დაწყების მიზნით, ჯერ თავის მოქალაქეებს აგზავნის, მერე ვითომ მათ დასაცავად იწყებს საომარ მოქმედებებს, ეს რომ თავიდან ავიცილოთ ხომ არ სჯობია ეგრევე გამარტივებული წესით მოქალაქეობა მივცეთ?

ომის დაწყების მიზეზს ვეღარ გაიპრავებს", - წერს მომღერალი.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 21 სექტემბერს ხელი მოაწერა განკარგულებას ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ. პუტინის განმარტებით, სამხედრო სამსახურში გაიწვევენ მხოლოდ თადარიგში მყოფ მოქალაქეებს, "პირველ ყოვლისა კი, მათ, ვისაც შეიარაღებულ ძალებში უმსახურია" და "აქვს შესაბამისი გამოცდილება".

განკარგულების გამოცემიდან რამდენიმე წუთში, საქართველოს, სომხეთისა და თურქეთის მიმართუებით ავიაბილეთები უცებვე გაიყიდა. არსებული ინფორმაციით, საქართველო-რუსეთის საზღვარზე, ლარსის გამშვებ პუნქტზე რამდენიმეკილომეტრიანი საცობი არის. რუსეთის მოქალაქეები მასობრივად ცდილობენ საქართველოში შემოსვლას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×