დახურვა
სტილი
23.01.2023

ბლოგერი, გურამ შეროზია ჟურნალისტ, ნათია ბერიძეს აკრიტიკებს, რომელმაც ერეკლე მეფის გამო, პროფესორ ლევან ბერძენიშვილს "არაკაცი" უწოდა.

"ისე, იმდენად ბნელა, რომ ვიღაც პელენწუკა ჟურნალისტკებს მეფეც წმინდანი ჰგონიათ და უბრალოდ ვერ იაზრებენ, რომ:

- მაშინდელი მმართველობის შესაბამისად, ქვეყნის სათავეში იყო მეფე

- ამჟამად ქვეყნის სათავეში არის პრემიერი (მანამდე პრეზიდენტი, ა.შ.)

- ორივე არის პოლიტიკის ნაწილი...

ანუ წლების შემდეგ, ჩემმა შვილიშვილმა ღარიბაშვილი რომ გააკრიტიკოს და ვიღაც უდონო მიასკდეს ქუჩაში: gariba gmiria tqven ki arakaci, mteli saqartvelos saxelit geunebiiit

მთელი საქართველოს ვერ, მაგრამ აგერ გურამ შეროზიას სახელით გეტყვით, რომ აიქიუც კარგი საქონელია", - წერს შეროზია.

ცნობისთვის, ჟურნალისტმა, ნათია ბერიძემ ლევან ბერძენიშვილი ქუცაში გააჩერა და მას არაკაცი უწოდა.

ფილოლოგმა და პროფესორმა, "რესპუბლიკური პარტიის" დამფუძნებელმა, ლევან ბერძენიშვილმა რამდენიმე თვის წინ განაცხადა, რომ ერეკლე მეფე მოღალატედ უნდა გამოცხადდეს, რადგან "რომ ჩააბარა მთელი საქართველო, როცა მარტო კახეთს აკონტროლებდა, ვინ მისცა მაგის უფლება?".

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×