დახურვა
სტილი
16.03.2023

სოფო ტოროშელიძეს ჰკითხეს, რას ფიქრობს ახლა, როდესაც მისმა დაწუნებულმა ნათია თოდუამ გერმანული „ვოისის" გამარჯვებული გახდა.

„როცა მან გაიმარჯვა, ძალიან გამიხარდა. სამი წლით ადრე, როდესაც ის მოვიდა ქართულ პროექტში, სხვათა შორის, მე არ გამიშვია ის პროექტიდან და ეს არ ახსოვს არავის. ახლა არ მინდა ამაზე ლაპარაკი. მაშინ „იქს ფაქტორის" მუსიკალური პროდიუსერიც ვიყავი და მე მივიღე ის, როგორც კონკურსანტი. როცა კასტინგის დავალება შეასრულა, იმ კონკრეტულ მომენტში არ მომეწონა. პროექტიც რომ გამოსულიყო საინტერესო, უბრალოდ ვთქვი არა, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ინტრიგაც ყოფილიყო და საინტერესოც ყოფილიყო. ვიცოდი, რომ გადალახავდა შემდეგ ეტაპზე. გადალახა, მოხვდა მენტორთან და შემდეგი ეტაპი ვერ გადალახა, სადაც მისმა მენტორმა გადაწყვიტა ასე. ძალიან დიდი კონკურენცია იყო. მართლა გულწრფელად ვამბობ, რომ ქართველი კონკურსანტები ბევრად ჯობნიან გერმანული და ბრიტანული პროექტების მონაწილეებს..."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×