დახურვა
სტილი
31.05.2023

ფილოლოგი გია მუღღულია "იმედის" გადაცემაში "ვინ ვინ არის" იღებდა მონაწილეობას. მგლის ნიღბის მოხსნის შემდეგ, აღმოჩნდა რომ ის გია მურღულია იყო. მის გამოსვლას სოციალურ ქსელში დიდი განხილვა მოჰყვა.

"ადამიანები, რომლებიც სატელევიზიო პროექტში "ვ ი ნ ვ ი ნ ა რ ი ს" ჩემ მონაწილეობაზე ღვარძლიანად ქილიკებენ (ცოტანი, მაგრამ ასეთებიც არიან - ამქვეყნად ყველაფერში ცუდის დანახვაზე რომ დაოსტატდნენ), ძალიან მაცინებენ და, რატომღაც, ნაძვის ხეზე ჩამოკიდებულ სათამაშოებს მახსენებენ.

მადლობა ღმერთს, დიდი ხანია თავად ვწყვეტ, რა ვიფიქრო, რა ვთქვა და როგორ მოვიქცე - გაავებულ ხელმოცარულთა კონსულტაციები არ მჭირდება.მასწავლებელი ვერავის მტერი ვერ იქნება, მაგრამ უფლებას დავიტოვებ, ასეთები მეტ-ნაკლებად დავივიწყო - მათზე ფიქრის დრო არ მაქვს.შეიძლება თავად ვერც ხვდებოდეს, მაგრამ მართლა ცოდვა და უბედურია ის ადამიანი, ვისაც მოყვასის ღიმილი აღიზიანებს, - წერს გია მურღულია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×