დახურვა
სტილი
23.10.2021

ბერა ივანიშვილისა და ნანუკა გუდავაძის წყვილი სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ისინი სხვადასხვა შინაარსის ვიდეოებს „ინსტაგრამსა" და"ტიკ-ტოკზე" ხშირად აზიარებენ და გამომწერებისგან ყოველთვის უამრავ კომპლიმენტს იღებენ. განსაკუთრებულ სიყვარულს იმსახურებს ნანუკასა და ბერას შვილი, ბერუკა ივანიშვილი.

ამჯერად წყვილი სოციალურ ქსელში ახალ ვიდეოს აქვეყნებს: "გამოიცანით სად ვართ" - წერენ ისინი. ვიდეომ გამომწერების მხრიდან არაერთგვაროვანი გამოხმაურება დაიმსახურა. არაერთ კომპლიმენტთან ერთად, ბერამ და ნანუკამ კრიტიკაც მიიღეს: „არ ვიცი რატომ, მაგრამ მის თვალებში სიყვარულს ვერ ვხედავ", „რა ცივი ღიმილი აქვს ნანუკას" - წერენ „ინსტაგრამზე".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×