დახურვა
სტილი
29.11.2021

გარეგნობა, როგორც პროფესიის ნაწილი, თავდაჯერებისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტი, ურთიერთობები, სამეგობრო, პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული უხერხული შეკითხვები... - ეს ის თემებია, რომლის შესახებაც თათა გიორგობიანს ვესაუბრეთ. თათა ტელემაყურებელმა "ღამის შოუდან", მომღერლის ამპლუაში გაიცნო, ახლა კი უკვე ტელეწამყვანი გახდა - საღამოს ეთერში მუშაობს...

"გინდ დაიჯერეთ, გინდ - არა, მაგრამ ლამაზი გოგო ვარ თუ არა, ამას დღესაც ვერ ვაფასებ: საკუთარი თავის შეფასება ცოტათი რთულია. ალბათ, სასიამოვნო გარეგნობა მაქვს, მაგრამ რომ ვთქვა, - ვაიმე, რა ლამაზი ვარ-მეთქი, ასე არ არის. თუმცა ბევრს ჰგონია, რომ ასე ვფიქრობ და ცოტათი უხეში ხუმრობებიც კი მომისმენია: თავი ყველაზე მაგარი გგონია, არაო? ვერ ვიტყვი, რომ დაბალი თვითშეფასება მაქვს, ვერც - იმას, რომ "თავში ამივარდა",- განუცხადა თათა გიორგობიანმა "კვირისპალიტრას".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×