დახურვა
სტილი
01.12.2021

ტელესახე, მოდელი და დიზაინერი სალომე ღვინიაშვილი, საკუთარ მეწყვილესთან ერთად, „ცეკვავენ ვარსკვლავებს“ გამოეთიშა.

როგორც სალომემ შოუდან მეორე დღეს, „იმედის“ ეთერში ისაუბრა, მან ვარჯიშისას ტრავმა მიიღო. როგორც სალომემ დასძინა, ამ პროექტში მონაწილეობა ნებისმიერი ადამიანისთვის დღესასწაულია.

სალომე ღვინიაშვილი:

„ერთი სული მქონდა, როდის გამოაცხადებდნენ, იმ მომენტში გინდა, რომ მალე დამთავრდეს. თუმცა ველოდებოდი და შინაგანადაც ვგრძნობდი, რომ დავტოვებდი პროექტს და ვფიქრობ, სამართლიანიც იყო ამ შემთხვევაში. გუშინ ყველაზე მეტად ვისიამოვნე ცეკვით. საერთოდ არ მახსოვდა არც მაყურებელი და არც არავინ.

სამწუხაროდ, ტრავმა მივიღე. ამანაც რა თქმა უნდა, იმოქმედა ცეკვაზეც, ჩემს განწყობაზეც, იმიტომ, რომ უფრო ვნერვიულობდი, რომ რეპეტიციებზე კიდევ უფრო არ მტკენოდა…“

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×