დახურვა
სტილი
02.12.2021

ია სუხიტაშვილს საზოგადოება კარგად იცნობს. მაყურებელს მისი შესრულებით არაერთი ფილმი, სერიალი თუ სპექტაკლი უნახავს და ის ბევრისთვის საყვარელი მსახიობია. წარმატებული კარიერის მიღმა კი იას ოჯახი და ორი შვილი ჰყავს. მისი უფროსი ვაჟი უკვე 14 წლისაა და დედის გზას მიჰყვება. პირადი ცხოვრებისა და შვილების შესახებ იამ ჟურნალ „სარკესთან“ ისაუბრა: 

„გარკვეული დოზით თავისუფლებას ვაძლევ. არ მესმის იმ მშობლის, ვინც ამბობს, ჩემს შვილს ყველაფრის უფლება აქვსო. რას ჰქვია, ყველაფრის უფლება?! არსებობს წესები, რომელთა დარღვევა არ შეიძლება. ბავშვს უნდა ეტყობოდეს, რომ ოჯახში იზრდება. ჩემმა 14 წლის შვილმა ღამე რომ სახლში არ გაათენოს, მე ვერ დავუშვებ, ან ღამის ორ საათზე შემოაღოს კარი. შეიძლება ძველმოდური ვარ, მაგრამ ასე ვფიქრობ. ვმეგობრობ ჩემს შვილთან, თუმცა დედაშვილობის ზღვარს არასდროს გადავდივარ. რაც შეეხება ირაკლის, 4 წლის არის, ნამდვილი ფერადი, ნათელი და საყვარელი ბიჭი“, - აღნიშნა ია სუხიტაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×