დახურვა
სტილი
03.12.2021

ეკო ფანგანი სოციალურ ქსელში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. ის ბევრისთვის საყვარელი ტელესახეა. ეკო „ინსტაგრამზე" ხშირად აქვეყნებს საკუთარ ფოტოებს, მისი სტილი და ვიზუალი კი ყოველთვის უამრავ კომპლიმენტს იმსახურებს. ტელეწამყვანი გამომწერებს ხშირად აძლევს რჩევებსაც თავის მოვლასა და სწორ კვებასთან დაკავშირებით.

ამჯერად ეკო საკუთარი ოჯახის შესახებ წერს: „პირველად როდესაც გიორგიმ (ჩემმა ძმამ) თაკო (ჩემი რძალი) ჩვენთან მოიყვანა, სამივე თინეიჯერები ვიყავით. მას შემდეგ სულ ერთად ვართ, გავიზარდეთ ერთად, ყველგან დავდივართ ერთად, ვისვენებთ ერთად, ვერთობით ერთად, ყველაფერს ერთმანეთს ვუზიარებთ და, თითქმის ყველაფერი საერთო გვაქვს. მაგალითად, მისი 6 შვილი ჩემი 6 შვილია. ჩემს საყვარელ ნივთებსაც სულ თაკოს ვუზიარებ ისე, როგორც ეს თბილი, ლამაზი და საახალწლო განწყობის ჯემპრი გავუზიარე და როგორც ყველაფერი, ესეც საოცრად მოუხდა. დიდი სიამოვნებაა გაახარო საყვარელი ადამიანები, გაუზიარო მათ საკუთარი ნივთები და ერთად შექმნათ საახალწლო განწყობა" - წერს ეკო ფანგანი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×