დახურვა
სტილი
14.01.2022

სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის უკვე ცნო­ბი­ლია, რომ ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლი მო­ცეკ­ვა­ვე სა­ლო­მე ჭა­ჭუა ირ­ლან­დი­ურ "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვებ­ში" მი­ი­ღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. მისი მე­წყვი­ლე ირ­ლან­დი­ე­ლი მო­რაგ­ბე ჯორ­დან კონ­როი იქ­ნე­ბა.

სა­ლო­მეს შე­სა­ხებ ირ­ლან­დი­უ­რი The Sun-ი სტა­ტი­ას აქ­ვეყ­ნებს სა­თა­უ­რით - "სექ­სუ­ა­ლუ­რი სა­ლო­მე: ვინ არის "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბის" მო­ნა­წი­ლე სა­ლო­მე ჭა­ჭუა და სად ცეკ­ვავ­და აქამ­დე".

"წელს სა­ლო­მე ჭა­ჭუა "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბის" ხუთი ახა­ლი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მო­ცეკ­ვა­ვი­დან ერთ-ერ­თია. სა­ლო­მე სა­ქარ­თვე­ლო­და­ნაა და ის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მო­ცეკ­ვა­ვე და ქო­რე­ოგ­რა­ფია. თა­ვის სამ­შობ­ლო­ში ლა­თი­ნურ ცეკ­ვებ­ში ჩემ­პი­ო­ნია. ასე­ვე არის ცეკ­ვის სტუ­დია Prime Dance-ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და დი­რექ­ტო­რი", - წერს გა­მო­ცე­მა.

სტა­ტი­ა­ში ასე­ვე აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ აქამ­დე ჭა­ჭუა "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბის" ქარ­თულ ვერ­სი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და.

"სა­ლო­მე "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბის" ქარ­თულ ვერ­სი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და - ის პრო­ექ­ტის ხუთი სე­ზო­ნის მო­ნა­წი­ლეა. ასე­ვე იყო სა­ტე­ლე­ვი­ზიო ცეკ­ვე­ბის შოუს, "შენ შე­გიძ­ლია ცეკ­ვა" ჟი­უ­რის წევ­რი", - წერს გა­მო­ცე­მა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×