დახურვა
სტილი
16.05.2022

მარიამ სანოგო საფრანგეთში დაიბადა და დედასთან ერთად მცირეწლოვანი საქართველოში ჩამოვიდა. როგორც ამბობს, მისი ცხოვრების პირველივე წლებიდან აქ ძალიან თბილად ექცეოდნენ და რასისტული ფონი არასდროს უგრძნია.

მამისგან მოშორებით მცხოვრებს მის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება არ გასჩენია:

„რატომღაც ყველას ჰგონია, რომ მამაჩემის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება მაქვს. რეალურად, იმის მიუხედავად, რომ ჩვენ ყოველთვის დიდი მანძილი გვაშორებდა, ვიცოდი, ვინ იყო მამაჩემი, ვიცოდი, რას წარმოადგენდა და პატივს ვცემდი. აგრესია არასდროს მქონია. ვისურვებდი, რომ რაღაცები სხვანაირად ყოფილიყო, მაგრამ მის მიმართ წყენა ნამდვილად არ მაქვს. ვფიქრობ, რომ შეეძლო რაღაცებში უფრო მეტად მიეღო მონაწილეობა, მაგრამ ცხოვრებაა, ყველაფერი ხდება და უარესი მამებიც არსებობენ, უკეთესიც და მამაჩემს ძალიან ცუდი მამების სიაში ნამდვილად ვერ ჩავწერ…“, ამბობს ჟურნალ „თბილისელებთან“ მოდელი და ტელეწამყვანი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×