დახურვა
სტილი
16.05.2022

ანა შელიას სოციალურ ქსელში ბევრი იცნობს. მან სამოდელო კარიერა 14 წლის ასაკში დაიწყო, განსაკუთრებით პოპულარული კი 2017 წელს გახდა, როცა მონაწილეობა ბრიტანული მოდის სახლის, Ralph & Russo-ს ჩვენებაში Victorias Secret-ის საპატიო სუპერმოდელ ალესანდრა ამბროსიოსთან ერთად მიიღო. ანამ 2018 წელს მორაგბე ლაშა ლომიძეზე იქორწინა.

ანა შელია „ინსტაგრამზე“ აქტიურობით გამოირჩევა და პირად თუ ოჯახურ ფოტოებს ხშირად უზიარებს გამომწერებს. ის ცნობილი ოჯახიდანაა - ანა ყოფილი მოდელის, ლიკა კვარაცხელიას და ცნობილი ფეხბურთელის, მურთაზ შელიას შვილია.

ცოტა ხნის წინ ანამ  „ინსტაგრამზე“ ახალი ფოტო გამოაქვეყნა და გამომწერებს აცნობა, რომ ის და მისი მეუღლე მეორე შვილს ელოდებიან. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×