დახურვა
სტილი
18.05.2022

ბავშვები არ ცხოვრობენ ჩემთან – განაცხადა ტიკტოკერმა თი მაჭავარიანმა და მიზეზად ფინანსური პრობლემები დაასახელა. გეშინიათ, რომ თქვენი შვილები მამასთან ცხოვრებას ამჯობინებენ – “სიცრუის დეტექტორის”ამ კითხვას მაჭავარიანმა დადებითი პასუხი გასცა და შემდეგ ვრცელი განმარტებაც მოაყოლა:

„ბავშვები არ ცხოვრობენ ჩემთან, ჩემი ფინანსური პრობლემების გამო, ამ ეტაპზე. ყოფილა ჩემი შვილებისგან მსგავსი რეპლიკები, რომ დედას მანქანა არ ჰყავს, დედას თავის სახლი არ აქვს. ხედავენ განსხვავებას დედასა და მამას შორის, რასაც ხედავენ იმას გამოხატავენ ამ კუთხით.

ჩემს უფროს გოგოს რამდენიმე დღის წინ ვუთხარი, რომ „სიცრუის დეტექტორში“ მოვდიოდი, რატომ მიდიხარო და იმიტომ, რომ მინდა ფული მოვიგო-თქო. მაგდენ ფულს ვერ მოვიგებ, სახლი ვიყიდოთო. მაგის გამო არ არიან ახლა ჩემთან. ბევრი იტყვის მეც არ მაქვს შემოსავალი, მაგრამ ბავშვები მაინც ჩემთან ცხოვრობენ, ამასაც გამოეკიდება ხალხი. არ ვარ მე თვითონ მატერიალისტი და მე შემიძლია სიყვარული მივცე ჩემს შვილებს და ვაძლევ კიდეც. სანამ ფინანსური პრობლემები შემექმნებოდა, მაშინ ყველაფერი დალაგებული იყო, სამსახურიც მქონდა, კარგად გამოვიმუშავებდი თანხას და იმ პერიოდში ორი კვირა ჩემთან იყვნენ ბავშვები და ორი კვირა მამასთან. შემდეგ სამსახურიდან წამოვედი, როდესაც მე და ჩემი ყოფილი შეყვარებულს დავშორდი და ამის შემდეგ ისე აირია ფინანსურად ყველაფერი, რომ ფიზიკურად აღარ მქონდა შესაძლებლობა, რომ სამი შვილი ჩემთან ერთად ქირაში მყოლოდა“, – ამბობს თი მაჭავარიანი და ამატებს, რომ სარეკლამო შემოთავაზებებს რიგი კომპანიებისგან არ იღებს, რადგან მისთვის მორალურად მიუღებელია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×