დახურვა
სტილი
22.09.2022

მომღერალმა ბაბი კირკიტაძემ „პრაიმშოუში“ ისაუბრა იმის თაობაზე, თუ როგორი მამაკაცები მოსწონს და რატომ აქვს კომპლექსები საწინააღმდეგო სქესთან ურთიერთობაში:

„როგორ ქმარს ვისურვებდი? გოგონებს რომ ვუსმენდი, ურთიერთობას სწავლა უნდაო, ამბობდნენ, მე აღმოვაჩინე, რომ საოცრად კომპლექსიანი ვარ და ძალიან მიჭირს მამაკაცთან ურთიერთობები. ვფიქრობ, ეს ყველაფერი აღზრდიდან მოდის. შეიძლება, არც კი მომეწონოს, რადგან მერიდება, თუ მომეწონება, არ მივწერ, მოწონებისას აუცილებლად შემატყობთ, რადგან გავწითლდები. ცოტა ღრმა კომპლექსებია. ერთადერთი ურთიერთობა მქონდა, რომლის დასრულების შემდეგ აღმოვაჩინე, რომ არასწორად ვიქცეოდი. ძალიან ბევრი რამ არ მცოდნია. რაც შეეხება უშუალოდ მამაკაცს, ყველა ქალბატონ სუნდა მზრუნველი, ყურადღებიანი, მისთვის განსაკუთრებული მამაკაცი, იუმორიც რომ მაქვს. გარეგნობას რაც შეეხება, არ მომწონებია ფიზიკურად მამაკაცი, არ ჯდებოდა ჩემს კრიტერიუმებში, მერე საუბართან ერთად, მომწონებია გარეგნობაც. ოჯახს, რა თქმა უნდა, აქვს მნიშვნელობა და მივხვდი, რომ ეს ასეა. იმ ინდივიდს ოჯახი ქმნის და ამიტომ აქვს ოჯახს მნიშვნელობა. მთავარი, რაც აღმოვაჩინე, რომ ურთიერთობაში მთავარია, მე უნდა მომწონდეს ჩემი თავი იმ მამაკაცის გვერდით…“

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×