დახურვა
სტილი
07.02.2023

"გრემის" 65-ს ცერემონიალი სიურპრიზებით, მოულოდნელობებითა და ხმაურით იყო სავსე. საღამო კვირას ლოს-ანჯელესში გაიმართა და მას უკვე მესამედ ტრევორ ნოემ უმასპინძლა. საღამოს ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი ნაწილი ბიონსეს ფურორი გახდა. მან შეძლო და ისტორიაში ყველაზე მეტი "გრემის" ჯილდოს მფლობელს, გეორგ სოლტ აჯობა. მას ჯამში 32 "გრემი" აქვს.

ასევე მოულოდნელი იყო ჰარი სტაილსის გამარჯვება, რომელიც წარდგენილი იყო საუკეთესო ალბომის ნომინაციაში. ეს ფაქტი არა მხოლოდ დარბაზისთვის, არამედ თავად ჰარისთვისაც შოკისმომგვრელი აღმოჩნდა და მან დარბაზს ემოციური სიტყვით მიმართა.

ცერემონიას არაერთი

ცნობილი სახე და მსოფლიო ვარსკვლავი ესწრებოდა. აღსანიშნავია, რომ სტუმრებს შორის ქართველი ნიკა კანდელაკიც იყო. ნიკა დაქორწინებულია ცნობილ ამერიკელ პროდიუსერზე, ვოკალისტსა და მუსიკოსზე, ნიკ უესტზე. ნიკო და ნიკი "გრემის" 65-ე ცერემონიას ერთად დაესწრნენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×