დახურვა
სტილი
09.02.2023

გადაცემაში "პრაიმ შოუ", "ცეკვავენ ვარსკვლავების" გამარჯვებულმა ბაბი კირკიტაძემ, მეწყვილე, ერეკლე გირგვლიანი დაახასიათა.

როგორც ბაბი აღნიშნავს, ერეკლე არის ადამიანი, რომელსაც შეგიძლია საკუთარი თავი მიანდო.

"ალბათ არ მეყოფა სიტყვათა მარაგი, რომ ერეკლე გირგვლიანის ადამიანობა, წესიერება აღვწერო. სასწაული ბიჭია და სასწაული ადამიანია. როგორც პროფესიონალი, ხედავთ, რომ ძალიან სუფთა მოცეკვავეა. ჩემთვის ცალკე დგას ერეკლეს ადამიანობა და მგონი ამას ყველა ხედავს. ეს არის ადამიანი, რომელსაც შეგიძლია მიანდო თავი და მე ასე ვქენი მთელი სამი თვის განმავლობაში. მე ჩემი თავი ერეკლეს ჩავაბარე და ზუსტად ის შედეგი მივიღეთ, რაც მივიღეთ", - საუბრობს ბაბი კირკიტაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×