დახურვა
სტილი
31.05.2023

ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი, რომელიც წლების განმავლობაში პანიკურ შეტევას ებრძოდა, პანიკური აშლილობის მკურნალობისა და მართვის გზებზე კიდევ ერთხელ საჯაროდ საუბრობს და პანიკურ შეტევასთან გასამკლავებლად მოქალაქეებს რჩევებს აძლევს.

მისი თქმით, თავდაპირველად, ყველაზე მნიშვნელოვანია ამ საკითხზე ღიად საუბარი.

„მახსოვს, ჩემი ახლობლების რეაქცია, როდესაც ვთქვი, რომ ჩემს პანიკურ შეტევებზე საჯაროდ საუბარს ვაპირებდი.

თითქმის ყველა დუმილს მირჩევდა, მაგალითად, დედაჩემი ძალიან დარდობდა, ვერ გაგიგებენო, მეუბნებოდა. ყველას ვპასუხობდი, რომ დასამალი არაფერია.

სიმართლე გითხრათ, დღემდე არ ვიცი, რა იდგა ჩემი სურვილის უკან, მაგრამ ზუსტად მახსოვს, ძალიან მინდოდა, ყველას გაეგო რა ჯოჯოხეთს გავდიოდი ყოველ დღე.

საიდუმლოს გამხელის მეორე დღიდან, ასობით კი არა, ათასობით შეტყობინება მოსულა. ადამიანები მეუბნებოდნენ, რომ მათაც ზუსტად იგივე სჭირდათ, ბევრი მიხვდა, რომ მენტალურ ჯანმრთელობაზე ლაპარაკი მოსულა, მეტიც, [ბევრი მიხვდა] რომ ნებისმიერ აღიარებას შეუძლია სხვისი მკურნალობის დაწყების მიზეზი გახდეს.

და ახლა, რაც არ უნდა ცუდად იყო, რაც არ უნდა გჯეროდეს, რომ ყველაფერი კარგი წარსულში დარჩა, იცოდე, რომ მე ვარ ის, ვისაც ეგონა, რომ მოვკვდებოდი და არათუ გადავრჩი, არამედ ცხოვრება თავიდან დავიწყე.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×