დახურვა
სტილი
28.09.2021

ცნობილია, რომ COVID-19 გავლენას ახდენს ადამიანის იმუნურ სისტემაზე, თუმცა ვირუსის გრძელვადიანი ეფექტები ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე შესწავლილი. ექსპერტები თმის შეღებვის წინ სპეციალური ალერგიული ტესტის ჩატარებას გვირჩევენ.

თუ თავიდან COVID-19-ის გარშემო ატეხილი ხმაური ბევრს სისულელედ მოეჩვენა, ახლა ყველაზე სკეპტიკურად განწყობილი ადამიანებიც კი აღიარებენ, რომ პანდემიამ ჩვენი ცხოვრება თავდაყირა დააყენა.

ვირუსმა არა მარტო შეიწირა ათასობით ადამიანის სიცოცხლე, არამედ ჯანმრთელობის პრობლემები შეუქმნა როგორც სრულიად ჯანმრთელ, ისე ქრონიკული დაავადებების მატარებელ პირებს. ექიმები უკვე საუბრობენ კორონავირუსის გრძელვადიან ეფექტებზე, რაც 

ადამიანის ცხოვრებას მნიშვნელოვნად ართულებს. მაგალითად, კოვიდგადატანილი პაციენტები სმენისა და მხედველობის დაქვეითებას, თავის ტკივილსა და სხვა სიმპტომებს უჩივიან. უცნაურია, თუმცა, ექსპერტების თქმით, სილამაზისა და თავის მოვლის სფეროში დასაქმებული ადამიანები სულ უფრო აქტიურად საუბრობენ ალერგიულ გამოვლინებებზე, რომლებიც, როგორც წესი, კორონავირუსთანაა დაკავშირებული. კერძოდ, ქალებს, რომლებმაც გადაიტანეს Covid-19, აღენიშნებათ გამძაფრებული ალერგია თმის საღებავზე.

როგორც სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი სოფია რედერი წერს, მას შემდეგ, რაც კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა, საკუთარ სტილისტთან მივიდა და სთხოვა, თმა შეეღება. სტილისტმა მას ალერგიული ტესტის ჩატარება შესთავაზა, თუმცა სოფიამ ეს სისულელედ ჩათვალა და უარი თქვა. მას თმა იმ საღებავით შეუღებეს, რომელსაც მანამდე თვეში ერთხელ თითქმის 3 წლის მანძილზე იყენებდა და ალერგიული რეაქცია არასდროს ჰქონია, თუმცა ამჯერად მან ყურის უკან ძლიერი წვა იგრძნო. მისი მდგომარეობა სულ უფრო უარესდებოდა. საბედნიეროდ, მან დროულად მიაკვლია მიზეზს და სათანადო მკურნალობაც ჩაიტარა, ახლა კი თავს კარგად გრძნობს.

ექსპერტები გვირჩევენ, თავის მოვლის პროცედურების წინ ყოველთვის ჩავიტაროთ ალერგიის ტესტი, რათა თავიდან ავირიდოთ გართულებები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×